რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი მიესალმა ირაკლი კობახიძის მიერ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას მიესალმა.
ზატულინის თქმით, სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის გადაწყვეტილება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა არსებობდეს და განვითარდეს. მათ, რა თქმა უნდა, ართულებს საქართველოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არსებობაში ადანაშაულებს არა საკუთარ თავს, არა საკუთარ წარსულ შეცდომებს, არამედ რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა ზატულინმა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, დანიშნა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, არსებული სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მიმდინარე დიალოგის შენარჩუნება თბილისის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია 2012 წლიდან შემოიღეს. ამ თანამდებობას 2012 წლიდან 2024 წლამდე ზურაბ აბაშიძე იკავებდა. შემდეგ ის გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელამც პოსტი 2025 წლის 1 დეკემბერს დატოვა.
ამ დრომდე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი.