პარლამენტმა მიმდინარე წლის გაზრდილი ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები პლენარულ სხდომაზე 84 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
2011 წლის მიდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 219 მლნ. ლარით გაიზარდა და მთლიანობაში 7 მილიარდ 570 მილიონი შეადგინა.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებეის კანონპროექტი პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ წარადგინა. იგი მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს ეკონომიკური ზრდით ხსნის.