“ქვეყანამ არამარტო დაიწყო ადამიანის უფლებების შეზღუდვა, არამედ ჩვენ შევედით რეჟიმში, რომელიც უყოყმანოდ აწამებს და ახორციელებს ტერორს საკუთარ მოქალაქეებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის რუსული სტილის რეჟიმი”, - წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ჩვენ არაფერი გვჭირს საიმისო, რომ შეხვედრები გამოვიყენოთ ლეგიტიმაციისთვის, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა, ქართველმა ამომრჩეველმა, შეხვედრით ლეგიტიმაციას ვერც მოვიპოვებთ და არც ვეძებთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. ბოჭ...
ღარიბაშვილი სერიოზულად არის დაპირისპირებული კობახიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან, რამდენადაც ვიცი, მას არანაირი ასოცირება აღარ უნდა იმ პროცესებთან, რაც მიმდინარეობს, წულუკიანიც ზუსტად იგივე აზრზეა, - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმა "მთავარი არხის" ეთერშ...
ჩემთვის ეს უკვე ომია, ვუყურებ როგორ უღმერთოდ ექცევიან პოლიციელები ახალგაზრდებს, სულ მგონია პირბადე რომ მოიხსნან შეიძლება ბევრი მომიტინგე და პოლიციელი ნათესავებიც აღმოვჩნდეთ, - ამის შესახებ ბოტანიკოსი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს. “ჩემთვის ეს უკვე ომია.. პირველად ვარ წინასაახალწლოდ...
მე არ მძინავს, თქვენზე ვფიქრობ. ჩემი თავლები არ ივიწყებს იმ საშინელებას, რაც დაგმართეს თქვენ, მაგრამ იცოდეთ, ძალიან მაგრად უნდა იყოთ, თქვენ ხართ ოქროს თაობა საქართველოსთვის, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ჩემი სამშობლო, - ასე მიმართა მომღერალმა გიული ჩოხელმა ახალგაზრდებს. „მე არ მძინავს, თქვენზე ვფიქრ...
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა “ტვ პირველს“ განუცხადა, სხვა დამატებითი დეტალები არ აქვს, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში დ...
ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო საქართველოში მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და წერს, რომ “საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული.“ "მთელს საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მ...
ჰილარი კლინტონი და მსოფლიო ქალი ლიდერები, მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მსოფლიო ქალი ლიდერების ჯგუფმა ღია წერილით მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სოლიდარობისკენ, ქვეყნის მზარდი პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ...
შსს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, თუ რას ითვალისწინებს „პოლიციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. როგორც მოგეხსენებათ, პოლიცია შედგება სხვადასხვა დანაყოფისგან,...
როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატე სი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო, - ამის შესახებ სპორტული კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელსი წერს. „დიდი ხნის წინ დავგეგმეთ და ყველა გზა რომ მიდის, იქედან ერთ-ერთი...
10 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.06 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7944 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.39 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური...
რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. მოქალაქეები მე-13 დღეა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილებას ქუჩაში აპროტესტებენ. "ახალი არჩევნები" არის მოთხოვნა, რომელსაც აქციის მონაწილეები მოითხოვენ. პროტესტანტების მოთხოვნებს დაემატა, იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებიც 28 ნოემბრის შემდეგ, აქციაზე იყვნენ დაკავებული....
შატო მუხრანი, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, 15 დეკემბერს დაგეგმილ საშობაო ბაზარს აუქმებს. "ძვირფასო სტუმრებო, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ 15 დეკემბერს შატო მუხრანში დაგეგმილი საშობაო ბაზრობა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენი სტუმრების, პა...
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 დეკემბერს ბრალდებულმა, სხვა პირებთან ერთად, და...
ბეატრის გაზდელიანი, რომელიც ანტირუსულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში შეურაცხყოფა მიაყენეს. გაზდელიანი 7 დეკემბერს დააკავეს. მას დღეს ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლო პროცესი აქვს. „თავიდან დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს არ აკეთებდა, უბრ...