მაკრონმა ივანიშვილს დაურეკა, როგორც საქართველოში დიქტატურაზე პასუხისმგებელ საფრანგეთის მოქალაქე რუს ოლიგარქს, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი წერს. „მაკრონის ზარი ივანიშვილთან (და არა კობახიძესთან) ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას...
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს. როგორც იოზვიაკი X-ზე წერს, ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება არა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა, არამედ კვალიფიც...
„ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მოიცავს პიროტექნიკის რეგულაციას და „პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებას. შემდგომ მოსმენაზე მას დაემატება აქციაზე ნიღბის და ლაზერის აკრძალვის ჩანაწერებიც. „ქართული ოცნება“ პაკეტს დაჩქარებული წე...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, მაკრონმა ივანიშვილს პროევროპულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ასევე დაგმო პოლიციის ძალადობა. ამასთან, მაკრონმა “ქართული ოცნების&ldqu...
გავრცელებული ცნობები, თითქოს „ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, მრავლობითი დაზიანებებით მიიყვანეს, არის მორიგი დეზინფორმაცია, - ამის შესახებ „რუსთავი 2-ს" „ქართული ოცნების" პრესსამსახურში განუცხადეს, „გუშინდელი საღამოდან რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირ...
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არჩევნების სამართლიანობის შეფასების დღეს არსებული მეთოდები მოძველდა. მისივე თქმით, რუსეთმა ისწავლა ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებზე ზემოქმედება. „მე ვხედავ ამის მაგალითს რუმინეთში, ასევე სხვაგანა...
10-11 დეკემბრის ღამეს აქციაზე პოლიციამ 6 ადამიანი დააკავა. ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათი ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული. გუშინ პროტესტის მე-13 დღე იყო. 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს,...
საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. „ქართული ოცნების“ ცნობით, მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოშ...
"ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობრივი დარბევა მიუღებელია, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, გუსტავ გეტბერგი X-ზე წერს . "ახლახანს თბილისში ჩამოვედი ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდე...
პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაუდგინა, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახური აღარ მოემსახურება. აღნიშნულ კანონპროექტს „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს, მას იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმ...
„გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, მუნიციპალიტეტის მერიაში ძალიან ბევრი ცვლილება იქნება“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ განმარტა, რომ თბილისის მერიაში გამოცხადებული რეორგანიზაცია ქვეყანაში მიმდინარე პ...
უნგრეთი რას იტყვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სანქციები უნდა დაუწესდეს ყველა ადამიანს, ვინც მიიტაცა არჩევნები, ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძეს ჰკითხეს სანქციებთან დაკავში...
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებულია. პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ძალადობა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მშვიდობიან მომიტინგეებზე ახორციელებს, მიუღებელია. ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქ...
ბერლინში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW Wine Berlin 2024”, ღვინის ეროვნული სააგენტოს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 12 მარანი მონაწილეობდა. „RAW Wine” ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღა...
კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა 764 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 587 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის. დოკუმენტის დამტკიცება საშუალებას მისცემს მთავრობას დახარჯოს დამატებითი 21 მილიარდი კანადური დოლარი სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის ეროვნული თავდაცვისთვის. ...