უკრაინის პარლამენტის დეპუტატს, მიხაილ დობკინს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თავდებით გათავისუფლებისთვის სანაცვლოდ ოპოზიციური ბლოკის წევროს სასამართლომ 50 მილიონი გრივენის გადახდა შესთავაზა, განსასჯელმა კი განაცხადა, რომ ასეთი ფული არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე თანხას 5 დღის განმავლობაში არ გად...
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. კამპანიას კომპანია „ავტოჰაბიც“ შეუერთდა.„ავტოჰაბის“ თანამშრომლებმა შს სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაო...
დაკარგული ტყუპი ძმები, ნიკა და ლუკა ცანავები უკვე სახლში არიან და თავს კარგად გრძნობენ. ისინი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს მშობლებთან. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” ტყუპების ძმამ, გიორგი ცანავამ განუცხადა, მოზარდები ზღვაზე გაპარვას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ”ეს ყ...
თავდამსხმელი, რომელმაც ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ჰურგადაში ტურისტები დაჭრა, „ისლამური სახელმწიფოს“ დავალებით მოქმედებდა. ამის შესახებ გამოცემა „ბილდი“ იტყობინება. ეგვიპტის ხელისუფლება ისლამისტებთან თავდამსხმელის კავშირს ამ დრომდე არ ადასტურებს. ჰურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე დანით შეი...
ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყის ყოფილ დიქტატორს, სადამ ჰუსეინს ჰგავს. „დიახ, მე ძალიან ვგავარ მას, მხოლოდ ცოცხალს,“-აღნიშნა ნიკოლას მადურომ. ჰუსეინის რეჟიმი ერაყში 2003 წელს დაემხო. 2006 წელს ის სიკვდილით დასაჯეს.
მონაკოს მცველის, ბენჯამენ მენდის შეძენით მანჩესტერ სიტი დაინტერესდა. ამის შესახებ გამოცემა L'Equipe იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა ტრანსფერში 57 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს. მანამდე სიტი მონაკოს მენდიში 45 მილიონს სთავაზობდა.
ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველის, ლიუ სიაბოს ფერფლი ზღვას გაატანეს. ცხედარს კრემაცია დღეს დილით ჩაუტარდა. ნობელის პრემიის ლაურეატი და ცნობილი დისიდენტი შენიანის კლინიკაში 2 დღის წინ სიმსივნით გარდაიცვალა. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
რუსეთმა საქართველოს ავიახაზების რეისები იმის გამო შეზღუდა, რომ თბილისმა ჟუკოვსკის აეროპორტიდან ავიაკომპანია „ურალის ავიახაზების“ რეისებზე უარი თქვა. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინება. „ავიარეისების შეზღუდვა პირდაპირი პასუხია ქართული მხარის ქმედებებზე, რომელიც თავის ვალდებულებებს არ ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს გოჩა სვანიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრესრეგიონში რაგბის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე, რაგბში სპორტული&...
16 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბში La Cote შედგება კომპანია ტრანსპორტერის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანია პრეზენტაციის და ტესტ დრაივის მეშვეობით ახლოს გააცნოს მომხმარებლებს BRP-ის, Kawasaki-ს, JOBE-ს და Quicksilver-ის რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკა. კერძოდ კვადროციკლები...
ჯანო ანანიძის სპარტაკი რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. მოსკოვურ დერბიში სპარტაკმა ლოკომოტივი 2:1 დაამარცხა. შეხვედრის ძირითად დროში ანგარიში არ გახსნილა. დამატებით დროში 101 წუთზე ლოკომოტივის კარში ლუის ადრიანომ შეაგდო, 3 წუთში ქვინსი პრომესმა ანგარიში 2-მდე გაზარდა. 116 წუთზე კი ერთი გოლი მანუელ ფერ...
იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთს მოწინააღმდეგე გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს, რუსული ბირთვული რაკეტები ავტომატურ რეჟიმში ამოქმედდება. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერი ინსტაგრამში წერს. „ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ჩვენ ასეც მოვიქცევით,“-აცხადებს კადიროვი.
პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულმა მსახიობმა, გიორგი გიორგანაშვილმა მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ოფისში ბრიფინგი გამართა. მსახიობმა უფლებადამცველებთან ერთად დაკავებისას და ციხეში ყოფნისას მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრა. &n...
პოლონეთის უმაღლესმა სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც დეპუტატებს და იუსტიციის მინისტრს მოსამართლეების დანიშვნის უფლებას მისცემს. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა ოპოზიციურმა ფრაქციებმა მისცეს. მათი მტკიცებით, ახალი რეგულაცია კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ ახალი კანონმ...