გურიაში ავარიასთან დაკავშირებით ყაზახეთის მოქალაქე დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა ნარკოლოგიური გამოკვლევა და დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები. ცნობისთვის, ლანჩხუთის რაიონის სო...
2017 წლის 18 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის მომსახურების უზრუნველყოფის თაობაზე. სახალხო დამცველმა შეისწავლა საქართველოში ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ აბი...
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება დღეს პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება. "მინდა ...
დღეს რკინიგზის დეპარტამენტის სათაო ოფისთან 18:30-ზე "აუდიტორია #115-ის" ორგანიზებით რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია გაიმართება. ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და ღიად, მოშიმშილეების დასაცავად, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერიოს პროცესში. "საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებისა და პროფკავშირული მოძრაობის წევრების შიმშილობა ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. პროტესტის მონაწილე...
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე დაინიშნა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კა...
ბორჯომის ხეობაში, სასაფლაოების მიმდებარედ, ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ამ დროისთვის, ადგილზე არსებული ავიაცია აღნიშნული კერის დამუშავებას ახორციელებს. სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე კვამლი გუშინ არ შეინიშნებოდა.იმ ადგილზე, საიდანაც კვამლი ამოდის, ჯანსაღი ხეებია.
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპატრიარქოსთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხის რაოდენობას აქვეყნებს. არასამთავრობო მიიჩნევს, რომ ამ თანხით მთავრობა 4 სამაშველო ვერტმფრენს შეიძენდა. "ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქ...
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის უარს „მობილური ფსიქიატრიული ჯანდაცვის“ მომსახურების თანადაფინანსებაზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტმა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რადგან სერვისის შეწყვეტა წარმოშობს პაციენტების ჯანმრთელობის გაუარესების რისკს. ომბუ...
ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. მოგზაურობის შედეგად, კაპამ და...
დღეს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის სარჩელის საპასუხოდ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პროფკავშირები შსს-ს მიერ სს"საქართველოს რკინიგზის" ოფისთან კარვების გაშლის უფლების შეზღუდვას აპროტესტებენ, რაც უზენაესი კანონითაა გარანტირებული. უკვე 10-ე დღეა, სს"საქართ...
რუსეთში მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. გამოძიების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბალერინას ახლო გარემოცვაში მყოფი საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელიც მცველად მუშაობდა.რუსული მედია წერს, რომ მალხ...
ჩინეთის სამხრეთ ნაწილს გასული 5 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ჰონ კონგში საფრხთის უმაღლესი, მეათე დონე გამოცხადდა. დატბორილია ქალაქის ქუჩები და პოპულარული ტურისტული პლაჟები ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს აღწევდა. სტიქიის გამო შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. გადაიდო 400 ზე მეტი...
ჰოლანდიის ქალაქ როტრდამში როკ-კონცერტი ტერორისტული საფრთხის გამო გაუქმდა. ქალაქის მერის განცხადებით, მიზეზი სცენასთან ახლოს გაზის ბალონების აღმოჩენა გახდა. მისივე თქმით, ბალონები ავტობუსში აღმოაჩინეს. მანქანის მძღოლი უკვე დაკავებულია. ის ესპანეთის მოქალაქე აღმოჩნდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ...
სუდანში რუსეთის ელჩი გარდაცვლილი იპოვნეს. დიპლომატის ცხედარი პოლიციამ ქალაქ ხარტუმში მის რეზიდენციაში არმოაჩინა. ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
საქართველოში 16-დან 23 აგვისტომდე ხანძრის 366 შეტყობინება დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Global Forest Watch-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ონლაინმონაცემების მიხედვით, 279 შეტყობინება სამცხე-ჯავახეთიდან ფიქსირდება, 51 კახეთიდან, 16 შიდა ქართლიდან, 7 ქვემო ქართლიდან, 6 მცხეთა-მთიანეთიდან, 5 იმერეთი...