ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს.
დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
ექიმების განცხადებით, მამაკაცს ჭრილობა ზურგის არეში აღენიშნება, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 118-ე მუხლით დაიწყო, რას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.