დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა ახლახანს ქალაქ იემსბერში გარდაცვლილი ქალის სიკვდილში, პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. იტყობინება სააგენტო Reuetrs-ი.
„რეალობაა ის, რომ რუსეთმა განახორციელა თავდასხმა დიდი ბრიტანეთის მიწაზე, რამაც ბრიტანეთის მოქალაქის გარდაცვალების პროვოცირება მოახდინა. ეს არის ის, რაც ჩვენ და მთელმა მსოფლომ უნდა განვიხილოთ“ - განაცხადა უილიამსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
სააგენტო ხაზს უსვავს, რომ უილიამსონს არ დაუკონკრეტებია საუბრობდა ის სკრიპალების საქმეზე, თუ ახალ ფაქტზე, რომელიც ეიმსბერში მოხდა.
დიდი ბრიტანეთი ამტკიცებს, რომ ახალი მოწამვლის ფაქტის შემთხვევაში, რომელიც ეიმსბერში მოხდა, სადაც დაშავდა ორი ადამიანი, ხოლო ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა, გამოყენებუილ იყო იგივე მომწმავლელი ნივთიერება, რაც სკრიპალების საქმის დროს. რომელსაც ლონდონმა მისცა „ნოვიჩოკის“ კლასიფიკაცია.