წყალდიდობამ იაპონიაში, რომელიც გამოწვეული იყო ხანგრძლივი წვიმების შედეგად, 134 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უცნობია 88 ადამიანის ადგილსამყოფელის შესახებ.
"თვითმხილველებისგან არის 100-ზე მეტი შტყობინება, რომ დინებამ გაიტაცა ავტომანქანა, რომელშიც ადამიანები ისხდნენ. დაზარალებულებისთვის დასახმარებლად გამოყოფილია დაახლოებით 20 მილიონამდე დოლარი“ - აცხადებს სახელმწიფოს გენერალური მდივანი.
ცნობისთის, ყველაზე მეტი მსხვერპლი და ნგრევა მოხდა ხიროსიმაში, სადაც ზოგიერთ ადგილებში ჩამოვიდა ერთ მეტრამდე ნალექი. ხელისუფლება მოუწოდებს ხალხს, ჯერ არ დაუბრუნდნენ დაზიანებულ სახლებს, რადგან შეიძლება ეს საშიში იყოს და ურჩევენ დაელოდონ, ვიდრე სპეციალისტები არ მოახდენენ შემოწმებას.