საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა და ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტუან გაბიზონმა ბანკის სათავო ოფისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც ქართველი სტუდენტი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიით საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტში ისწავლის. ...
,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადეკვატური სიგნალი უნდა მისცეს რუსეთის ფედერაციას. ამის შესახებ, ჩიქოვანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვერ შევძლებთ ერთობლივად წინ აღვ...
25-29 ივნისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო 22-ე გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალურ ასამბლეაზე განიხილავენ თემას - „მართლმადიდებელთა ისტორიული სათვისტომოები ევროპასა და მსოფლიოში“. საერთაშორისო ფორუმში მ...
ჩინეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თალებ რიფაის შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მსოფლი...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში- ქვემო წყლულეთში და წვერში მისასვლელი გზები აღდგენილია. გზაზე გადაადგილება, როგორც ქვეითების, ისე ავტომობილებისთვის შეუზღუდავია. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ და ...
24-27 ივნისს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელზეც დაიგეგმა გასატარებელი ღონისძიებები საფრთხის პრევენციისა და შედეგების შემსუბუქების მიზნით. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უს...
პაკისტანში დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ანომალურმა სიცხემ ქვეყანაში 800-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ყველაზე რთული მდგომარეობა ყარაჩის პროვინციაშია შექმნილი, სადაც ადგილობრივ კლინიკებს ყოველდღიურად ათობით ადამიანი მიმართავს. ჰაერის ტემპერატურა ყარაჩიში 45 გრადუსს აჭარბებს.
უმცროსი შვარცენეგერი მამის კვალს აგრძელებს. პატრიკ შვარცენეგერს იაპონური დრამის, „შუაღამის მზის“ რიმეიკში იღებენ. პარტნიორობას მას ფილმში ბელა ტორნი გაუწევს. ფილმის გადაღებები სექტემბრიდან დაიწყება. 21 წლის პატრიკს ეპიზოდური როლები 3 ფილმში აქვს შესრულებული. „შუაღამის მზეში“ შესრულებული როლი ...
პარიზი ვაშინგტონისგან განმარტებებს ითხოვს. ამის მიზეზი სკანდალურ ინტერნეტ-პორტალ „ვიკილიკსზე“ გავრცელებული საიდუმლო მასალები გახდა, საიდანაც ირკვევა, რომ ამერიკული სპეცსამსახურები საფრანგეთის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს უსმენდნენ. მომხდარის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ ...
მასშტაბური ტერორისტული აქტი ნიგერიაში. ქალაქ გუჟბას ცენტრალურ ბაზარში თვითმკვლელმა-ტერორისტმა გოგონამ თავი აიფეთქა. ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველთა მტკიცებით, გოგონა სავარაუდოდ 11-12 წლის იყო.
პენტაგონი ევროპის 7 ქვეყანაში მძიმე ტექნიკას განათავსებს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა ტალინში ვიზიტისას განაცხადა. მისივე განმარტებით, Abrams-ის ტიპის 250-მდე ტანკი ბულგარეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და გერმანიაში განლაგდება.
ტერაქტების სერია სირიაში. ელ-ჰასაკში რამედენიმე წუთიანი ინტერვალით ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ აიღო.
ხელისუფლების დეცენტრალიზაცია ქვეყნის ფედერალურ მოწყობას არ გულისხმობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „არანაირი ფედერალიზაცია არ იქნება. თავდაცვის, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაში დარჩება. ჩვენ ...
კლოდ მონეს „ზამბახები“ სოტბის აუქციონზე სარეკორდო ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ტილოში 10,8 მილიონი გირვანქა სტერლინგი (17,1 მილიონი დოლარი) გადაიხადა. 4,4 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა პაბლო პიკასოს „თავი“, მარკ შაგალის „ყვავილები სარკმელტან“ კი 3,2 მილიონ გირვანქად შ...
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარი ფული გამოუშვა. ამის შესახებ The Telegraph იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ოქროს დინარი 139 დოლარის ექვივალენტია. მონეტის ერთ მხარეზე არაბული წარწერები, მეორე მხარეზე კი მსოფლიო რუკაა გამოსახული. მონეტები მიმოქცევაში სავარაუდოდ მომავალი თვიდან შე...