საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსმა და ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტუან გაბიზონმა ბანკის სათავო ოფისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომლის თანახმადაც ქართველი სტუდენტი ბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიით საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტში ისწავლის.
წელს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 8 კანდიდატმა გაიმარჯვა. მათ შორისაა სამართლის ბაკალავრი გვანცა ჩადუნელი, რომელიც ბანკ „რესპუბლიკის“ სტიპენდიით საფრანგეთის წამყვან უნივერსიტეტ Université Paris 1-ში ბიზნესსამართლის განხრით ისწავლის. გვანცამ სკოლა ხაშურში დაამთავრა, ბაკალავრის ხარისხი კი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. კარგ აკადემიურ მოსწრებასა და ფრანგული ენის ცოდნასთან ერთად გვანცამ საკონკურსო კომისიის მოწონება საინტერესო პროექტითაც დაიმსახურა. ის ქართველი დებიტორების უფლებების დაცვას ეხებოდა.
„ბანკი „რესპუბლიკა“ განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალურ განვითარებას. ჩვენი თანამშრომლობა ფრანგულ ინსტიტუტთან სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება საფრანგეთში, ისწავლონ საერთაშორისო გარემოში და შეიძინონ ახალი უნარები. მიხარული ვართ, რომ ახალგაზრდა თაობას ხელს ვუწყობთ თავიანთი გრძელვადიანი ამოცანების შესრულებაში.“ განაცხადა ბანკ „რესპუბლიკის“ გენერალურმა დირექტორმა ანტუან გაბიზონიმ.
ბანკ „რესპუბლიკის“, როგორც სოციალურად პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტის მიზანია, იყოს მთლიანად კლიენტთა საჭიროებებზე ორიენტირებული სანიმუშო ბანკი პროფესიული და ეთიკური გადაწყვეტილებებით, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის დაფინანსებას. ის ახორციელებს საკუთარს და ასპონსორებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სხვა პროექტებს. ბანკის სოციალური მიმართულება მნიშვნელოვანწილად ხელოვნებისა და განათლების სფეროების, ასევე ფრანგულ-ქართული ურთიერთობების მხარდაჭერას და ფილანთროპიას ეთმობა.