,,თავისუფალი დემოკრატების” წევრი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადეკვატური სიგნალი უნდა მისცეს რუსეთის ფედერაციას. ამის შესახებ, ჩიქოვანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვერ შევძლებთ ერთობლივად წინ აღვუდგეთ რუსეთის აგრესიას მაშინ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ კიდევ უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას.
''ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ადეკვატური სიგნალი უნდა მისცეს რუსეთის ფედერაციას, რომ ასეთი ურთიერთობების გაგრძელება არ შეიძლება. მაშინ როდესაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში არ მოდის და არ ესწრება, ისინი რატიფიცირებას უკეთებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ე.წ. ხელშეკრულებებს, რაც არის მიუღებელი თანამედროვე და ცივილიზებული ევროპული სახელმწიფოსთვის. დასავლეთმა ვერ შეძლო ადეკვატური გამკლავება 2008 წლის ომის შედეგებთან. ზუსტად ამიტომ მივიღეთ ჩვენ ყირიმის პრობლემა, უკრაინის პრობლემა და შესაბამისად, თუ ახლაც ვერ შევძლებთ ჩვენ ერთობლივად წინ აღვუდგეთ რუსეთის ფედერაციის აგრესიას მაშინ, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციამ კიდევ უფრო აგრესიული ნაბიჯები გადადგას"_განაცხადა ჩიქოვანმა.