სამხრეთ კორეაში ფატალური ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ბოლო მონაცემებით, ვირუს „მერსით“ ინფიცირებულთა რიცხვმა 179-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის სეულელი მედდაცაა. ვირუსმა სამხრეთ კორეაში 27 ადამიანი იმსხვერპლა. ...
უნგრეთმა ევროკავშირში მოქმედი საემიგრაციო წესები საკუთარ ტერიტორიაზე დროებით გააუქმა. ამის მიზეზად ბუდაპეშტი ემიგრანტთა რაოდენობის კატასტროფულ ზრდას ასახელებს. ოფიციალური მონაცემებით, უნგრეთში ბოლო ერთი წლის განმავლობაში 60 ათასზე მეტი არალეგალი შევიდა. ემიგრანტთა ნაკადის მოზღვავების შესაჩერებლად უნ...
არგენტინაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას "საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და არგენტინ...
ტურისტები აშშ-დან მსოფლიოს ყველაზე ცუდ ტურისტებად დაასახელეს. როგორც The Independent-ი Travel Zoo-ზე დაყრდნობით წერს, კვლევის დროს დაკვირვება ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან 9,5 ათას ტურისტზე. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი ტურისტების 64 %-ის აზში ყოფნისას ერთხელ მაინც დაუკმაყოფილებია ბუნებრივი მოთხოვნილება...
მუნიციპალური განვითარების ფონდიდან აღებულ 18 მილიონიან სესხს დედაქალაქის მთავრობა გზების რეაბილიტაციას მოახმარებს. ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა. ,,18 მილიონი ლარი დამატებით წამოვიღეთ ცენტრალური ხელისუფლებისგან, მუნიციპალური განვითარების ფონდისგან. ეს ...
საქართველოს ბანკმა და მის ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით 1,3 მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე განაცხადეს. თბილისის მერიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხა გადაირიცხება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანაგარიშზე და ...
უზენაესი სასამართლო ე.წ. „კაბელების“ საქმეზე განცხადებას ავრცელებს, სადაც მითითებულია, რომ 23 ივნისს ტელეკომპანიის „რუსთავი- 2“-ის გადაცემაში „არჩევანი გიორგი გაბუნიასთან ერთად“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ე.წ. „კაბელების“ საქმეს. უზენაესი სასამართლოს ადმ...
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიმართავს მგზავრებს და მოუწოდებს კონდიცირების პრობლემის შემთხვევაში უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტ: 2 200 340. კომპანიის ინფორმაციით, „თბილისის მიკროავტობუსმა“ ზაფხულის დადგომამდე 200 ათასს ლარზე მეტი ხარჯი გასწია სამარშუტო ტაქსებში ...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ცალკეულ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოუწოდა მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია, ვიდრე გაავრცელებენ. ,,მოვუწოდებ ცალკეულ ორგანიზაციებს, ცალკეულ მედიასაშუალებებს, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ ინფორმაცია, ვიდრე ამ ინფორმაცია...
ვენაში ეუთო-ს უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით. საგარეო უწყების ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა როგორებიცაა: ეუთ...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კიდევ ერთხელ უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს და საქართველო მოიხსენიება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე.წ. „შავ სიაში“ და დღის წესრიგში დგას ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ”ამასთან და...
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებას მაისის თვის ბიულეტენი წარუდგინა. ბიულეტენში ასახულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ მთელი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის, ...
საქართველოში ვიზიტად მყოფი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს დელეგაცია საპარტნიორო ფონდს ესტუმრა. ჩინეთის Dongfang Electric International Corporation-ის ჯგუფის წევრებთან ერთად შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კორპორაციის ადგილობრივი პარტნიორი კომპანიის -Geo Invest Inc–ის წარმომადგენლებიც...
”არჩევანის” წამყვანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. "რუსთავის2"-ს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ იანვარში გიგი უგულავას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს ავარია მოუვიდა. "გიგი უგულავას საქმის მოსამართლეს ლაშა ჩხიკვაძეს იანვარში მოუვიდა ავარია. წყაროს ინფორმაციით, ავარიის დროს ადამიანი გარდაიცვა...
ცოფი ქედაში. დაავადებამ სოფელ ბზუბზუში ძაღლი იმსხვერპლა. ცხოველის საეჭვო სიმპტომების გამო, ღოღობერიძეების ოჯახმა სურსათის ეროვნულის სააგენტოს ქედის წარმომადგენელს კვირას შეატყობინა.ლაბორატორიის დასკვნით შინაური ცხოველი ცოფით იყო ინფიცირებული. პრევენციის მიზნით, ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა ვაქცინაცია. აიც...