ტურისტები აშშ-დან მსოფლიოს ყველაზე ცუდ ტურისტებად დაასახელეს. როგორც The Independent-ი Travel Zoo-ზე დაყრდნობით წერს, კვლევის დროს დაკვირვება ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან 9,5 ათას ტურისტზე. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელი ტურისტების 64 %-ის აზში ყოფნისას ერთხელ მაინც დაუკმაყოფილებია ბუნებრივი მოთხოვნილება. ასევე რეიტინგში აშშ-ს მცხოვრებნი აღმოჩნდნენ პირველ ადგილზე, რომლებიც სასტუმროდან ყველაზე მეტად იპარავენ კოსმეტიკურ საშუალებებს, პირსახოცებს,
Travel Zoo-ს მიხედვით, იმ ტურისტების (ქვეყნების მიხედვით) ”ტოპ-5”, რომელებიც ბუნებრივ მოთხოვნილებებს აუზში იკმაყოფილებენ:
- აშშ (64 %);
- კანადა (58 %);
- დიდი ბრიტანეთი (46 %);
- გერმანია (44 %);
- ჩინეთი (41 %).
ტურისტების რეიტინგი, რომელებიც სასტუმროებიდან ნივთებს ყველაზე მეტად იპარავენ:
- აშშ (69 %);
- კანადა (61 %);
- ჩინეთი (61 %);
- დიდ ბრიტანეთი (45 %);
- გერმანია (20 %)
ტურისტების (ქვეყნების მიხედვით) რეიტინგი, რომელებიც ავადმყოფობას იმის გამო იმიზეზებენ, რომ დასვენების დრო გაიხანგრძლივონ
- აშშ (24 %);
- კანადა (16 %);
- ჩინეთი (16 %);
- დიდ ბრიტანეთი (15%);
- გერმანია (10 %).