ჩინეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თალებ რიფაის შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოს მხარის ჩართულობას ორგანიზაციის სხვადასხვა კომიტეტებში. თალებ რიფაიმ დადებითად შეაფასა საქართველოს ტურიზმის განვითარების კურსი და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიებები, რომელიც საქართველოში ჩატარდება მნიშნელოვანია ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით.