3 მილიონი ევრო გამოიყოფა ევრო კომისიის მიერ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის. ევრო კომისია ასევე გამოყოფს დამატებით €400 000 ჰუმანიტარული დახმარების დასაფინანსებლად ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის. ეს ფონდი განკუთვნილია წითელი ჯვარის და სხვა არასამთავ...
სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების ანგარიშებზე, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ, შემოწირულობების სახით მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათასი ლარი,–ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ფიზიკური პირების მხრიდან შემოწირულობების სახით ჩარიცხული...
პრემიერი პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის შუამდგომლობით მიმართავს, - ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გასულ დღეებში არაერთი სამოქალაქო გმირობის მაგალითი ვიხილეთ და ამ ადამიანების სიის შედგენა მოხდება, რომელთაც პრემიერის შუ...
ახალი გზის ტერიტორიაზე მაგისტრალური მილი დაზიანდა. კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ეს არის გუშინდელი მცირე წვმის შედეგი და ის საფრთხეს არ წამოადგენს "საშიშროება არ არსებობს. ეს არის მაგისტრალური მილი, რომელიც დაზიანდა, დაველაპარაკებით წყალმომარაგების კომპანიას, გამორთავენ და მოხდება აღდგენა. არ არის ეს...
წინასაარჩევნო მარათონში კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩაერთო. ამერიკის პრეზიდენტობის სურვილი დონალდ ტრამპმა გამოთქვა. 67 წლის მილიარდერი რესპუბლიკური პარტიიდან მე-12 კანდიდატია, ვინც პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს. ტრამპ-ტაუერში გამართულ ცერემონიალზე ბიზნესმენმა საკუთარ მხარდამჭერებს სამომავლო გეგმები ...
ანკარაში 91 წლის ასაკში თურქეთის ყოფილი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. მწვავე რესპირატორული ინფექციით დემირელი გუვენ ჰასტანესის კლინიკაში 13 მაისს გადაიყვანეს. ერთთვიანი მცდელობის მიუხედავად, ...
ქართული ასეული „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის მზადაა. ქართველი სამხედროები გერმანიიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ, სადაც სწრაფი რეაგირების ძალების წვრთნები დაასრულეს. მათ ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პო...
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი ეწვევა. საქართველოსა და ბულგარეთის პრეზიდენტები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებს მოინახულებენ და დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ. ბულგარელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში ბულგარეთის პრეზიდენტ...
მეტროში ვაგონების რაოდენობა გაიზარდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო დღეებში თბილისის მეტროში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო სატრანსპორტო კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ ხაზზე დამატებით ორი შემადგენლობის, სულ 8 ვაგონის დამატების შესახებ, რაც გამოიწვევს მეტროს სადგურების მნიშვნელოვან განტვირთვას ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არამდგრადი ამინდი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ დედაქალაქშიც. ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს დასავლეთ საქართველოში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, იაპონიის კოიოტოს უნივერსიტეტის მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტს, იუნესკოს მთავარ ექსპერტს კლაუდიო მარგოტინს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ, გეოლოგე...
სტიქიამ სვანიძის ქუჩაზე მდებარე ხორცპროდუქტების საწარმო "ვაკე"მთლიანად გაანადგურა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კომპანიის კუთვნილი რამდენიმე ავტომანქანა. განადგურებულია საწარმოს ტექნიკაც. საწარმოს ხელმძღვანელის განცხადებით, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. „ვაკის“ თანამშრომლები ხელისუფლ...
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბის სხდომა გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინისტრებმა სტიქიის შედეგები და არსებული ვითარება შეაჯამეს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს. ნოდარ ხადური განმარტავს, რომ ხელისუფლება თანხის მო...
13 ივნისის სტიქიის შედეგად 19 ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 17 უკვე იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ორი ცხედრის ამოცნობა. უკვე გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალება სტიქიას არ უკავშირდება და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი. წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ზუ...
მდინარე ვერეს ხეობაში სამაშველო სამუშაოები უკვე განახლდა. ადგილზე მობიულიზებულია სპეციალური სამსახურების სრული შემადგენლობა, მუშაობს ტექნიკაც. სამუშაოები უკვე განახლდა სვანიძის ქუჩაზეც. ადგილზე ძირითადად საჯარისო ნაწილები და მერიის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.