iPhone 6 Plus-ის უნიკალური შალითა თავად ტელეფონზე 25-ჯერ ძვირია. შალითა კომპანია Gold Adore-მა შექმნა. შალითა ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა გაწყობილი და ის Etsy-ს სავაჭრო ცენტრში იყიდება. აქსესუარის ღირებულება 19500 დოლარია და ეს ფასი თავად iPhone 6 Plus-ის ფასზე 25-ჯერ ძვირია.
როგორც ირკვევა, უნიკალური შალითა 117 გრამ თეთრი და ყვითელი ოქროსგანაა დამზადებული და 2,65 კარატიანი ბრილიანტის ქვებითაა მორთული.
დიზაინერებმა შალითის შექმნაზე 16 თვე იმუშავეს.