საფეხბურთო კლუბ იუვენტუსის მცველი მარტინ კასერესი ავარიაში მოყვა. ურუგვაელი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა, საპირისპირო ხაზზე გადავიდა და რამდენიმე პარკირებული ავტომანქანა დაამტვრია. საბედნიეროდ, ინციდენტი მძიმე ტრავმების გარეშე დასრულდა. ფეხბურთელს მართვის მოწმობა ჩამოართვეს....
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. ჭურვები აშდოტის დასახლებაში ჩამოვარდა, თუმცა აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საპასუხო იერიში ებრაულმა ავიაციამ ღაზას სექტორზე რამდენიმე საათში მიიტანა. ებრაელებმა ჰამასის 4 ობიექტი დაბომბეს.
რუსეთმა სირიაში მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფედერაციის საბჭომ კრემლის ლიდერს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამხედრო ძალის გამოყენების უფლება მისცა. მანამდე საჰაერო დახმარება პუტინს ოფიციალურმა დამასკომ სთხოვა. როგორც პუტინის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი აცხადებს, რუსეთის საჰაერო ...
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდნენ. შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილმა ზოგადად მიმოიხილა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების მდგომარეობა, ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის საქმი...
დღეს, 30 სექტემბერს, თბილისის მოდის კვირეულის პრესკონფერენცია გაიმართა სასტუმროში Rooms Tbilisi. ღონისძიებას უძღვებოდნენ კვირეულის დამფუძნებლები თამარ ჩხეიძე და მარიამ ყუბუსიძე. ასევე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, Tbilisi Mall-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატა გოგოლაძე და Orifl...
ერაყში გატაცებული თურქეთის 16 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავიდოღლუმ განაცხადა. თურქი მუშები ქალაქ ბასრიდან 2 სექტემბერს გაუჩინარდნენ. ტყვეობაში მათ თითქმის ერთი თვე დაჰყვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 2009 წლიდან გაცემული ე.წ. „ნარუშილოვკები“ ძალადაკარგულად გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გააკეთა განცხადება ეგრედ წოდებულ ”ნარუშილოვკებძთან” დაკავშირებით. ”მივიღე გადაწყვეტილება და რამდე...
დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ავთანდილ სუდაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა ლასა აბაშიძემ განაცხადა. აბაშიძე განმარტავს, რომ ქალაქში არის მნიშვნელოვანი გამოწვევები, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურული კუთხით. „ქალაქში არის მნიშვნელოვან...
ამერიკელმა ჩოგბურთელმა ვინუს უილიამსმა თავის კარიერაში 700-ე შეხვედრა მოიგო. საიუბილეო მატჩში ვინუსი გერმანელ იულია გერგესს დაუპირისპირდა. შეხვედრა 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა და ამერიკელის გამარჯვებით 6:4, 6:3 დასრულდა. უხანის ღია პირველობის მე-3 ტურში უილიამსი ესპანელ სუარეს-ნავაროს შეხვდება.
1-ელ ოქტომბერს, ლონდონის ვესტენდში, კინოთეატრში „REGENT STREET CINEMA“ ქართული ფილმების მე-4 ფესტივალი „კინოში ასახული ცხოვრება“ ზაზა ურუშაძის ფილმით „მანდარინები“ გაიხსნება. „REGENT STREET CINEMA“, 180-ადგილიანი კინოდარბაზით, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ცენტრია ...
დღეს, 30 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ლიტვის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები. ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ი...
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ურთერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი ქალაქ გორში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) პროექტის განხროციელების ხელშეწყობას ისახავს მი...
ქვორუმის არ არსებობის გამო საპარლამენტო სესია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. უმრავლესობა ქვორუმთან დაკავშირებულ პრობლემებს დეპუტატების მივლინებაში ყოფნით ხსნის. სესიის დაწყებამდე გაიმართა პარლამენტის ბიურის სხდომა, სადაც ბიუროს წევრები მიმდინარე კვირას განსახილველ საკითხებზე შეთანხმდნენ. ბიუროზე უმცირესობა...
უკრაინის მოსახლეობის 60 პროცენტი მხარს ნატოში გაწევრიანებას უჭერს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. „როდესაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ცვლილებები პირველ რიგში უკრაინელთა ცნობიერებაში მოხდა. თუ 2 წლის წინ ნატოში გაწევრიანებას მხა...
მედიაში გავრცელებლ ე.წ. „ნარუშილოვკების“ გამოყენების კადრებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საინფორმაციო საშუალებებით პროკურატურის თანამშრომლების მიერ „საგზაო მოძრაობის წესებით გათვალისწინებული აკრძალვებისა და შეზღუდვებ...