ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ელისო კილაძე პროკურატურამ დაკითხა

    ელისო კილაძე პროკურატურამ დაკითხა

    ელისო კილაძის დაკითხვა თბილისის პროკურატუტრაში 4 საათს გაგრძელდა. “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა საგამოძიებო უწყებაში ე.წ „ნარუშილოვკებთან“ დაკავშირებული ვიდეომასალა მიიტანა. კილაძის თქმით, ძირითადი კითხვები კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ე.წ „ნარუშილოვკებზე&l...

    01 ოქტომბერი 2015, 08:40
  • კვირიკაშვილი აშშ-ში 50-ზე მეტ უცხოელ კოლეგას შეხვდა

    კვირიკაშვილი აშშ-ში 50-ზე მეტ უცხოელ კოლეგას შეხვდა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი კვირიკაშვილი უკვე შეხვდა 50-ზე მეტ კოლეგას აფრიკის, ლათინური ამერიკის, ცენტრალური აზიის, კარიბის ზღვის აუზისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებიდან. შეხვედრების მთავარი თემა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ორმხრივი ურთიერთობ...

    01 ოქტომბერი 2015, 08:36
  • მარგველაშვილი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

    მარგველაშვილი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

    გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წევრებს შეხვდა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში დახურულ კარს მიღმა გარიმართა და მასზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა არნისნა, რომ აუცილებელია აშშ-მ და ევ...

    01 ოქტომბერი 2015, 08:33
  • მარგველაშვილს NDI-ში უმასპინძლეს

    მარგველაშვილს NDI-ში უმასპინძლეს

    საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრები ორმხრივ ფორმატში როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მარგველაშვილი უკვე შეხვდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს. ქვეყნის პირველ პირს სამუშაო სადილზე ეროვნულ-დ...

    01 ოქტომბერი 2015, 08:30
  • ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

    ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

    საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რეგიონში არსებული ვითარება, საქრთველოს დეოკუპაციის საკითხი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა, რეფორმები და მიღწევები - პრემიერ-მინისტრი ამ საკითხებზე გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრებს. სამთავრობო დელეგაციის წევრები ფიქრობენ, რომ პრემიერის გამოსვლის ტექსტში შესაძლოა გარკვეული კორექტივებიც შე...

    01 ოქტომბერი 2015, 08:25
  • ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყნიდან სირიელების გაძევებით იმუქრება

    ტრამპი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყნიდან სირიელების გაძევებით იმუქრება

    დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ნიუ-ჰემფშირელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქყვეყნიდან ყველა სირიელ ლტოლვილს გააძევებს. მილიარდერმა ახლო აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკისთვის ობამას ადმინისტრაც...

    01 ოქტომბერი 2015, 08:20
  • გაეროსთან პალესტინის დროშა აღმართეს

    გაეროსთან პალესტინის დროშა აღმართეს

    გაეროს შტაბ-ბინასთან პალესტინის დროშა აღმართეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გენერალურმა ასამბლეამ შენობასთან პალესტინისა და ვატიკანის დროშების აღმართვას მხარი დაუჭირა. მანამდე პალესტინის ავტონომიის ლიდერმა გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან ისრაელი ღია აგრესიაში დაადანაშაულა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი მაჰმუდ აბასის გამოსვლას ა...

    01 ოქტომბერი 2015, 08:13
  • ავღანეთში შეტაკებები გრძელდება

    ავღანეთში შეტაკებები გრძელდება

    ავღანეთის სახელისუფლო ძალებმა ქალაქ კუნდუზზე კონტროლი დაიბრუნეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სადიკ სედიკიმ განაცხადა. მისივე თქმით, არმიის ქვედანაყოფები ამ დროისათვის ქალაქს თალიბებისგან წმენდენ. კუნდუზზე მასირებული იერიში თალიბანმა 28 სექტემბერს დაიწყო და ქალაქი 2 დღეში აიღო, თუმცა კონტრშეტევას თალიბებმა ვ...

    01 ოქტომბერი 2015, 08:05
  • ქერის მოსკოვის კონსტრუქციულობის იმედი აქვს

    ქერის მოსკოვის კონსტრუქციულობის იმედი აქვს

    ამერიკის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ რუსული მხარე სირიაში სამხედრო მოქმედებების კოორდინირებას შეერთებულ შტატებთან დღეიდან დაიწყებს. ამის შესახებ ჯონ ქერიმ რუს კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, კოორდინირებული მოქმედებები არასასურველი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად არის საჭირო, რისთვი...

    01 ოქტომბერი 2015, 08:03
  • კარტერი: რუსეთს სხვა სამიზნე აქვს

    კარტერი: რუსეთს სხვა სამიზნე აქვს

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ავიაიერიშები სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული, საჰაერო იერიშებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა. როგორც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ტერიტორიაზე, რომელიც რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა დაბომბეს, ჯიჰადისტები არ იმყოფებოდნენ. ეშტონ კარტერმა სირიის ...

    01 ოქტომბერი 2015, 08:02
  • ლავროვი: რუსეთი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს

    ლავროვი: რუსეთი მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს

    რუსული ავიაგამანადგურებლები მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავენ. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვის მტკიცებით, ყველანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა რუსეთს სირიაში სხვა სამიზნეები აქვს, საფუძველს არ...

    01 ოქტომბერი 2015, 08:01
  • რეგიონული უთანასწორობის დაძლევის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გიმართება

    რეგიონული უთანასწორობის დაძლევის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გიმართება

    დღეს,  1-ელ ოქტომბერს, 09:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება.  რეგიონული უთანასწორობის დაძლევის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად ტარდება და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მასპი...

    01 ოქტომბერი 2015, 08:00
  • გიორგი მარგველაშვილი  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

    გიორგი მარგველაშვილი  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი  ვაშინგტონში  ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელებს შეხვდა.  ქვეყნის პირველ პირს სამუშაო სადილზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარემ მადლენ ოლბრაიტმა უმასპინძლა. შეხვედრას დემოკრატიული ინსტიტუტის მმართველი ორგანოს უმაღლესი ...

    01 ოქტომბერი 2015, 07:34
  • ბითლზის პირველი კონტრაქტი 365 ათასად გაიყიდა

    ბითლზის პირველი კონტრაქტი 365 ათასად გაიყიდა

    ლეგენდარული ლივერპულელი ჯგუფის, ბითლზის პირველი კონტრაქტი ლონდონში სოტბის აუქციონზე 365 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. კონტრაქტით, რომელსაც ჯგუფის პირველი მენეჯერის, ბრაიან ეპსტაინის ხელმოწერა აქვს, ბითლზმა პირველი ალბომი The Beatles ჩაწერა. სტუდია EMI-ში ჩაწერილმა ალბომმა ლივერპულელებს მსოფლიო აღი...

    30 სექტემბერი 2015, 21:45
  • შარაპოვა პეკინის ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს

    შარაპოვა პეკინის ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს

    მარია შარაპონა პეკინის ღია პირველობას გამოეთიშა. ამის მიზეზი ფეხის ტრავმა გახდა, რის გამოც რუსმა ჩოგბურთელმა ჩეხ ბარბარა სტრიცოვასთან უხანის ტურნირზე გამართული შეხვედრა ვერ დაასრულა. პეკინის პირველობა 3 ოქტომბერს დაიწყება და 11 ოქტომბრამდე გასტანს.  

    30 სექტემბერი 2015, 20:21