ლიბიის ყოფილი ლიდერის, მოამარ გადაფის ვაჟი, საიფ ალ-ისლამ გადაფი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ის 2 წელი ელოდა. გადაფის ვაჟს პარლამენტის მიერ მიღებული საყოველთაო ამნისტია შეეხო. უმცროსი გადაფი მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ამბოხებულებმა მოამარ გადაფის ხელისუფლება დაამ...
უკრაინასა და ევროკავშირს შორის დღეს უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. დღეიდან ბიომეტრიული პასპორტების მქონე უკრაინელებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა ვიზის გარეშე შეეძლებათ. ახალი რეგულაციით ისარგებლებენ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე, დროებით ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლები.
საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის არჩევნების პირველი ტური იმართება. ფრანგებმა 7,8 ათასი კანდიდატიდან 577 დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გამკაცრებული. 67 ათას საარჩევნო უბანზე უსაფრთხოებას 50 ათასამდე სამართალდამცველი უზრუნველყოფს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა კანადის გუნდს ტესტ-მატჩი მოუგო. შეხვედრა კალგარის "რაგბი პარკზე" ქართველების გამარჯვებით, 13:0 დასრულდა. მატჩის გმირი მერაბ კვირიკაშვილი გახდა, რომელმაც 2 ჯარიმა გაიტანა, ერთი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ქართველები 18 ივნისს ატლანტაში აშშ-ს ნაკრებს დაუპირი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტს მიმართავს, ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხზე მუშაობა დაჩქარდეს, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოესწროს სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება. ამის შესახებ აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „მსურს, გამოვეხმაურო ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილისა და გიორგი ქებ...
თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ ჯგუფ „ბირჟა მაფიის" დაკავებული წევრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჯგუფის დაკავებული წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი თქმით, დაკავებულ გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს ნარკოტიკები ჩაუდეს და იმ ვიდეოკლიპის გამო ისჯებიან, სადაც პო...
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) 1992-1993 წლების ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საფლავების გათხრის მომდევნო ეტაპს იწყებს. „Apsnypress“-ის ინფორმაციით, სამუშაოები აფხაზეთის ხუთ რაიონში ჩატარდება: სოხუმის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთისა და გაგრის რაიონებში.
მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა.ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.როგორც ირკვევა, ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. დაზა...
უნიკალური დღეა, რადგან 10 ივნისია, სვანეთში ვხსნით ზაფხულის სეზონს და ამვდროულად, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე მიმდინარეობს ბორის კახიანის სახელობის ტურნირი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სვანეთში ვიზიტისას, კურორტ თეთნულდზე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარია მ...
მორიგი ტერორისტული აქტი სომალიში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქალაქი აფ ურური გახდა. თავდასხმა ერთდროულად ქალაქის რამდენიმე კვარტალზე განხორციელდა. არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ხელისუფლება აშ-შაბაბის ისლამისტურ დაჯგუფებას აკისრებს.
ყატარიდან ელჩი კიდევ ერთმა ქვეყანამ გაიწვია. დიპლომატიური ურთიერთობა დოჰასთან ამჯერად ნიგერმა შეწყვიტა. უახლოეს ხანებში იმ ქვეყნებს, ვინც ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, სენეგალიც შეუერთდება. მანამდე დოჰასთან დიპლომატიური კავშირი ეგვიპტემ, საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა ...
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი და ადვოკატი ბელაქნის საზღვარი იმყოფებოდნენ. ისინი დაინტერესდნენ, ხორციელდება თუ არა ვიდეოკონტროლი აღნიშნულ ტერიტორიაზე. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ახლობლებს სურდათ, გაერკვიათ, რამდენად არის შესაძლებელი საზღვარზე გადაპარვა. მათი თქმი...
რუმინეთის ხელისუფლებამ გრაფ დრაკულას ციხესიმაგრე დროებით დახურა. ამის მიზეზი გიგანტური დათვი გახდა, რომელიც სამ ბელთან ერთად ტურისტებმა რამდენჯერმე შენიშნეს. გარემოს დაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ცხოველები საკვებმა მიიზიდა, რომლებსაც ტურისტები ციხესიმაგრის ტერიტორიაზე ტოვებენ. დედა დათვი დევებთან ერ...
ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველ სპორტსმენს, ლევან მაყაშვილს სასამართლოს აღკვეთი ღონისძების სახით გირაო შეუფარდა, ამის შესახებ მისმა მეუღლემ, თათა შავლაყაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა. მისი თქმით, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება. ის გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს. &bdq...