ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სოფელ რუხში ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის საავადმყოფოში მოათავსეს. სამი დაშავებული პირიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
შსს-ს ცნობით, საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაუფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.