აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ქმედებები აგრესიულია და ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აგრესია რუსეთისგან მოდის. უკრაინა აგრესორი ქვეყანა არაა. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა...
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირები, პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პაკეტის მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდნენ. „კანონმდებლობით დგინდება მცირე ოდენობები შენახ...
26 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4075 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4110 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.35 თეთრი შეადგინა. უცვლელი...
კანის ლომების ფესტივალზე მე-6.000.000 საერთაშორისო მოგზაურის შესახებ გადაღებული ვიდეორგოლის წარმატებასთან დაკავშირებით სასტუმრო "იოტაჰოტელში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია ვინდფორსის დამფუძნებელმა ვატო ქავთარაძემ, მე-600...
კრემლის პრეს-მდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი რუსეთისა და აშშ პრეზიდენტების შეხვედრის ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის. „პროტოკოლური მხარე ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, რადგანაც საუბარია ორი ქვეყნის ლიდერების პირველ შეხვედრაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტ...
ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაცია ენგურის ხიდზე ოთხთვალების მოძრაობის აკრძალვაზე მსჯელობს. „გალ ტევეს“ ინფორმაციით, დე ფაქტო ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ „სახელმწიფო საზღვრის გადალახვის საშუალებად, ოთხთვალების გამოყენება, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება, მით უმეტეს როცა, მგზავრთა გადასაყვანად ამ მონაკვე...
2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 37.6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა (გა...
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, რევაზ ფუტკარაძის განცხადებით, ბრალდებულის ჩხრეკის პროცესი კანონდარღვევით წარიმართა, და კანონდარღვევის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება უკანონოა. მისი თქმით, მამა გიორგის ჩანთა რამდენიმე საათის განმავლობაში მეთვალყურეობის გარეშე იყო. აღსანიშნავია, რომ რევ...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა მ.თ-მ ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების მე-9 ცერემონია „ელექტრონავტ 2016“- ში მიიღო მონაწილეობა. ინოვაციური და თანამედროვე პოპკულტურის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონია საკონცერტო...
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული ზ. შ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს, ქ. სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყ...
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით; კრედო ბანკის მონაცემების გარეშე), 2017 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 172.3 მლნ ლარით (0.9 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 18.7 მლრდ ლარი შეადგინა...
26 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა შეისყიდა 20 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4077 შეადგინა.
თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში სტუმრებს საეჭვო „სიურპრიზი” დაახვედრეს და ამ ფაქტზე მათ სოციალურ ქსელებში სტატუსები და სტატიები გამოაქვეყნეს. როგორც ირკვევა, ამ სასტუმროში დაუსრულებელი კერძისთვის ჯარიმები დაწესდა, რომელიც ზოგიერთის მოსაზრებით, შესაძლოა მალე თურქეთის ყველა სასტუმროზე გავრცელდეს. განსაკუთ...
დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და დეკანოზი დავით ჭინჭარაული ხვალ სავარაუდოდ ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულ გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. კახაბერმა გოგოტიშვილის თქმით, შეხვედრა მამა გიორგის ინიციატივით შედგება, რომელსაც სურს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს "რაღაც" გადასცეს. "მზადდება საბუთები ...
რუსეთში პროდუქტები გაძვირდა. „როსსტატის“ მონაცემებით, იანვრიდან მაისის ბოლომდე მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება 9,4 პროცენტით გაიზარდა და 4036 რუბლი შეადგინა. ამავე პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი 1,7 პროცენტით განისაზღვრა. ყველაზე ძვირი სასურსათო პროდუქტები მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგშ...