თეთრი სახლის ლიდერი დღეს საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში შესაძლოა კიდევ ერთი საიმიგრაციო პროგრამა შეწყდეს. საუბარია პროგრამაზე, რომელიც აშშ-დან იმ ბავშვების დეპორტაციას კრძალავს, ვინც მშობლებმა ქვეყანაში არალეგალურად მცირეწლოვან ასაკში ჩამოიყვანეს.
საკითხს კონგრეს იგანიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში ძალაში 6 თვეში შევა. პროგრამა პრეზიდენტმა ობამამ შეიმუშავა.