ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა შეწყდეს. ამის შესახებ ევროკომისის სპიკერმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მარგარიტის შინასის თქმით, თურქმა ხალხმა უნდა გაანალიზოს, რომ მათი მთავრობა ამ შესაძლებლობას უსპობს. შინასმა საჯარო კომენტარი გერმანიის კანცლერის განცხადების შემდეგ გააკეთა. წინასაარჩევნო დებატებისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის.
,,ევროპელი პოლიტიკოსების წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, თურქეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატად რჩება" - ამის შესახებ კი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.