აჭარის მთავრობამ, ხულოში ხანძრის სალიკვიდაციოდ, დახმარების თხოვნით თურქეთს მიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საჭიროების შემთხვევაში, თურქული ვერტმფრენი ჩაერთვება.
შავნაბადას მთაზე ხანძრის ოთხი კერა ფიქსირდება.
500 მაშველი-მეხანძრე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს. მძიმე ტექნიკა კი სახანძრო მანქანებისთვის გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებს. ადგილზე ადგილობრივი მთავრობა იმყოფება.