2019 წლის დიდი ოცეულის სამიტს იაპონია უმასპინძლებს. ამის შესახებ ჰამბურგის სამიტის დასკვნით დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელსაც დღის ბოლოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გაასაჯაროებს. ცნობილი ხდება 2020 წლის სამიტის ჩატარების ადგილიც. დიდი ოცეულის შეხვედრა 3 წლის შემდეგ საუდის არაბეთში გაიმართება. ...
„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან „არა ოკუპაციას“ - ამ ლოზუნგით აქცია გამართეს აქციის მონაწილეებმა მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედება გააპროტესტეს. აქტივისტებმა სიმბოლურად პარლამენტთან მავთულხლართებიც აღმართეს. ისინი ს...
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აფხაზეთის რეგიონალურ ორგანიზაცია დააფუძნა.ორგანიზაციის მთავარი მიზანი დევნილთა უფლებებზე მუშაობა, დევნილების უფლებების დაცვა და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლა იქნება. ორგანიზაციის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, ორგანიზაციის თავმჯდომარედ ბესო შენგელია დასახელდა. დღესვე დაფუძნდა ორგანიზაციის პ...
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ესწრება,მინსკში ორმხრივი შესვედრები გამართა. ქართველი დეპუტატები შვედეთის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და რუმინეთის დელეგაციებს შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობების გამყ...
ერაყის არმიამ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ 35 მებრძოლი გაანადგურა. ისლამისტები ქალაქის დატოვებას უსაფრთხოების დერეფნით ცდილობდნენ. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია თითქმის ერთი წელია, გრძელდება. მასში სახელისუფლო ძალებთან ერთად ქურთული რაზმები და კოალიციის ავიაციაც არის ჩართული. არმიის შენაერთები ქა...
7 ივლისს, ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ლორდ-მერის რეზიდენციას ეწვია, სადაც გაცნობითი შეხვედრა გამართა ახლადარჩეულ ლორდ-მერთან მიჰოლ მაკდონასთან. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიჰოლ მაკდონას მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და ...
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 26 ყოველწლიური სესია საკომიტეტო და პლენარული სხდომებით გრძელდება. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს, სესიის ფარგლებში ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს. ქართველმა კანონმდებლებმა საკომიტეტო სხდომებში მო...
გორში, სოფელ ახალსოფელთან აქციის „არა ოკუპაციას“ მონაწილეები იკრიბებიან. როგორც მონაწილეები აცხადებენ, აქცია აპოლიტიკურია და მისი მიზანია, გამოაფხიზლოს საქართველოს სხვა მოქალაქეები, რათა არ შეეგუონ მცოცავ ოკუპაციას. აქციის მონაწილეები ახალსოფლიდან მსვლელობას გამართავენ სოფელ ბერშუეთის მიმარ...
ესპანური ატლეტიკოს ფეხბურთელებმა სიმსივნით დაავადებულ თანაკლუბელს, იერაია ალვარესს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ თავი გადაიხოტრეს. ალვარესს მძიმე დიაგნოზი ივნისში დაუსვეს, რის გამოც მას ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების დატოვება მოუხდა. ფეხბურთელს ქიმიოთერაპიის კურსს ჩაუტარებენ.
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ლორდ-მერის რეზიდენციას ეწვია, სადაც გაცნობითი შეხვედრა გამართა ახლადარჩეულ ლორდ-მერთან მიჰოლ მაკდონასთან. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიჰოლ მაკდონას მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და წარმა...
თეთრი სახლის ლიდერი საკუთარი ქალიშვილით ამაყობს, თუმცა აღიარებს, რომ ივანკას ცხოვრება გაურთულა. ამის შესახებ მან ჰამბურგში მეწარმეთა ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომლის გახსნაშიც ქალიშვილი დაეხმარა. „ჩემი ქალლიშვილი რომ არ ყოფილიყო, ივანკას ცხოვრება გაცილებით ადვილი იქნებოდა,“-აღნიშნა ...
მონღოლეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის წარმომადგენელმა, ყოფილმა ძიუდოისტმა ხალმააგიინ ბატუგლამ გაიმარჯვა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატს ხმა 50,6-მა პროცენტმა მისცა, მის კონკურენტს, პარლამენტის სპიკერს, მიეგომბინ ენხბოლდს კი მხარი 41,2-მა პროცენტმა დაუჭირა. გამარჯვებული კანდიდატი ამომრჩევლებს სა...
მდინარე ხობისწყალში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა მისი ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს.არსებული ინფორმაციით, ტრისტან გარდავა ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარიდან პირუტყვის გამოყვანას ცდილობდა, რა დროსაც ის წყალმა გაიტაცა.
"ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქალაქის მერია ამბობს, რომ ისინი თავს ვალდებულად არ თვლიან, მონაწილეობა მიიღონ მტკვრის დასუფთავებაში. ხოშტარიას თქმით, მას დაუკავშირდნენ მოხალისე მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან თავიანთი რესურსით დაასუფთავონ მდინარე. ელე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მაშველებმა შატილიდან თბილისში რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩამოიყვანეს, - ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.მათი ინფორმაციით, უგზოობისა და უამინდობის გამო, ექსკურსიაზე მყოფი 15 ბავშვი, 2 მასწავლებელთან და 2 მშობელთან ერთად,...