შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრანსგენდერი ქალის, მირანდა ფაღავას ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, მომხდარზე ძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ გამთენიისას ვაკის პარკთან სცემეს.