თარიღი    დრო

სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" თსუ მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამართავს აქციას "დაახარისხე ნარჩენები!"

საქართველო, თბილისი - 08:40 10.05.2014 542
5 ოქტომბერს 13:00 საათზე სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტი" თსუ მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამართავს აქციას "დაახარისხე ნარჩენები!" , ჩვენ აქცენტს არ ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერად დასუფთავებაზე, აქციის მთავარი მიზანია საზოგადოებას მიეწოდოს იდეა ნარჩენების დახარისხების შესახებ. სამწუხაროდ აქამდე საქართველოში ეს პრაქტიკა სახელმწიფოს უპასუხისმგებლობის გამო არ წამოწეულა წინ და მხოლოდ ვიწრო ფასადურ სახეს ატარებდა, თუმცა დღეს არსებობს მოხალისეებისგან შემდგარი ორგანიზაცია "კოოპ ჯორჯია", რომელიც ნაგვის დახარისხების შემთხვევაში ახორციელებს მინის, პოლიეთილენის, ლითონისა და ქაღალდის ნარჩენების გადანაწილებას სხვადასხვა საწარმოებში, სადაც ხორციელდება ამ ნარჩენების გადამუშავება. "მწვანე მუშტი" მხარს უჭერს ამ წამოწყებას და მოგიწოდებთ "დაახარისხე ნარჩენები!". http://coop.ge/ka/
ასევე აღსანიშნავია,რომ ნარჩენებისა და დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ევროპული დირექტივების გათვალისწინებით კანონპროექტი, "მწვანე მუშტი" მიესალმება ამ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა კატეგორიულად მოითხოვს დოკუმენტის ფორმირებაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონპროექტი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ფიქციას.



Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%