აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელის პარლამენტში გამოსვლამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სიტყვა წარმოთქვა:
„დღევანდელი დღე „ისტორიაში ჩაიწერება“ და თავად დონალდ ტრამპიც „ჩვენი ხალხის ისტორიაში ჩაიწერება“, განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„რამდენ ხანს ველოდით ამ მომენტს! მინდა პირადად მადლობა გადაგიხადოთ მთელი ჩვენი ერის სახელით“, - მიმართა ნეთანიაჰუმ ტრამპს.
„დონალდ ტრამპი არის უდიდესი მეგობარი ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თეთრ სახლში გვყოლია. არცერთ ამერიკელ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ისრაელისთვის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ. გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი ლიდერობისთვის და შეთავაზების წარდგენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა მოიპოვა. წინადადება, რომელმაც დააბრუნა მძევლები და წინადადება, რომელიც ასრულებს ომს, ჩვენი ყველა მიზნის მიღწევით, რომელიც ჩვენს რეგიონში ისტორიული მშვიდობის გასავრცელებლად ხსნის შესაძლებლობას“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.