აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ დარწმუნებულია“, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმებას მიაღწევენ მისი გეგმის ფარგლებში ღაზაში ომის დასრულების შესახებ და დასძინა, რომ „ჰამასი“ ბოლო დროს „კარგად იქცევა“. ამის შეასხებ The Times of Israel იუწყება.
„ვფიქრობ, შეთანხმებას მალე მივაღწევთ,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას გაათავისუფლებდნენ თუ არა მძევლებს სამშაბათს, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის მეორე წლისთავთან დაკავშირებით.
ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, აქვს თუ არა მას პირობები, რომლის კომპრომისზე არ წავა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ იგი არ დაეთანხმება შეთანხმებას, თუ მისი ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდება.
„ნამდვილად ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ. ნამდვილად კარგი შანსი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ და ეს იქნება გრძელვადიანი შეთანხმება. პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ სიგნალი ირანისგანაც, მათ სურთ შეთანხმების განხორციელება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეკითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა ტრამპი მძევლების ოჯახებს ღაზასთან დაკავშირებული წინადადების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ დაუკავშირდნენ და რომ „ტყვეების ოჯახები აღფრთოვანებულები იყვნენ“.
„ისინი ძალიან ბედნიერები არიან ამით. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა: „სუნთქვა მეკვრის“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ „ისრაელის ხალხს სურს, რომ ეს მოხდეს“. როგორც გამოცემას წერს, მან იგულისხმა ისრაელში ყოველკვირეულ საპროტესტო აქციები, რომლებზეც ათიათასობით ადამიანი იკრიბება მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებისა და ომის დასრულების მოთხოვნით და რეგულარულად გამოთქვამს მოსაზრებებს, რომლებიც დიდწილად ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის შეხედულებებს.
რაც შეეხება „ჰამასს“, ტრამპის თქმით, დაჯგუფება „კარგად იქცევა“.
„იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება. ვფიქრობ, ასეც იქნება“, - თქვა ტრამპმა.
ამასთან, The Times of Israel არაბულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეთანხმების მიღწევას რამდენიმე დღე, შესაძლოა მეტიც, დასჭირდეს.