პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი გაიხსნა.
ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გახსნეს. როგორც ჟურნალისტებთან უსუფაშვილმა განმარტა ზურაბ ჟვანიას სახელობის კაბინეტის გახსნით ყოფილი პრემიერ-მინისტრის 50 წლის იუბილის აღნიშვნა დაიწყო.
უსუფაშვილის განმარტებით, ჟვანიას 50 წლის იუბილისადმი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება კონფერენცია, რომელიც რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მიეძღვნება.
" კონკრეტულად ბიბლიოთეკაში დაარსებულ ცენტრს რაც შეეხება აქ, მოხდება უახლესი ისტორიის კვლევა და იმ მოღვაწეების პოლიტიკური მემკვიდრეობის უკეთ გარკვევა, რომელთაც ქვეყნის მართვა დამოუკიდებლობის წლებში მოუწიათ. აქ იქნებ ჟვანიას პოლიტიკური მემკვიდრეობა და ასევე საქართველოს სახელმწიფოს ყველა მეთაურის. ეს არის გამოვლინება პარლამენტის ბიბლიოთეკის პროფილის გაფართოების", _განაცხადა უსუფაშვილმა.