9 დეკემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ითოვებს. ამ დროისთვის თოვს დასავლეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც მისივე განმარტებით, 9 დეკემბრამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყინვა კვლავ შენარჩუნდება.
მისივე განმარტებით, 9 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ნალექი კვლავ შენარჩუნდება. როგორც ნიორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განმარტა მომდევნო დღეების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ყინვა შენარჩუნდება.
,,9 დეკემბრამდე ყინვა შენარჩუნდება. თბილისში დღესაც -5 გრადუსამდე ყინვას ველოდებით, დასავლეთ საქართველოში -1 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი", _განაცხადა ნიორაძემ.