ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი კიევში ჩავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეშტონი შეეცდება უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევი გზების გამონახვას.
დღეს გაიმართა სატელეფონო საუბარი ევროკომისის პრეზიდენტს ჟოზე მაუნელ ბაროზოსა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს შორის, რომლის დროსაც ეშოტონის კიევში ვიზიტი შეთახმდა.
ბაროზომ და იანუკოვიჩმა აღნიშნეს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება დიალოგის გზით უნდა განიმუხტოს.
ბაროზომ მოუწოდა იანუკოვიჩს, „პატივი სცეს მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას და გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება".
მან ასევ აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირი მზადაა უკრაინასთან ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, როგორც კი „ამისათვის საჭირო პირობები შესრულებული იქნება".