დღეს, 8 დეკემბერს, ილიას უნივერსიტეტში (აუდიტორია 101) ჩატარდება პოეზიის საღამო, რომელიც ქართველი პოეტის ზურაბ გორგილაძის ხსოვნას მიეძღვნება. ღონისძიებას აქციის სახე აქვს, როგორც ცნობილია პოეტის საცხოვრებელი სახლი ბანკის მიერ იქნა გაყიდული.
"ვფიქრობ ეს ფაქტი საგანგაშოა და საჭიროებს რეაგირებას. ამიტომ ვისაც ქართულად გიძგერთ გული, გიყვართ ჩვენი მშობლიური პოეზია გთხოვთ მობრძანდეთ და ჩვენთან ერთად გამოხატოთ პროტესტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. საღამო 19 საათზე დაიწყება"- აცხადებს პოეტი გაგა გომართელი.