დღეს, 19:00 საათზე,  თბილისი მარიოტის გალერეა „შარდენში"  აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოზარდთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნება.  გამოფენაზე,  რომელიც პროექტის  „ახალგაზრდული მხარდაჭერის პროგრამა'' ფარგლებში მოეწყობა 50-მდე ნამუშევარი  იქნება წარმოდგენილი.  გამოფენა-გაყიდვა 6 და 7 დეკემბერს გაიმართება და შემოსული თანხა  პროექტში მონაწილე დევნილ მოსწავლეებს მოხმარდება.
ღონისძიება აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და  საზოგადოებრივი მოძრაობის  „ახალი იდეა" ორგანიზებით იმართება.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები