6 დეკემბერს, სარემონტო  სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის და წინამძღვრიშვილის ქუჩის  მაცხოვრებლებს. 
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის მაცხოვრებლებს. 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯავახიშვილის, გორკის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩების   მაცხოვრებლებს. 
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს. 
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების და ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება