იუსტიციის სახლის დროებით სერვისცენტრში, რომელიც ჩუბინაშვილის ქუჩის       # 68-ში (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე) მდებარეობს 14:00 საათიდან მოქალაქეებს უკვე  შეუძლებათ საბუთების ჩაბარება. იმ მომხმარებელს, რომელსაც  განაცხადის ჩაბარება სურს, შეუძლია  დროებით ფილიალს დღეს 21:00 საათამდე მიმართოს, ხვალიდან კი ყოველ სამუშაო დღეს  09:00 საათიდან 21:00 საათამდე.    
აღნიშნული სერვისცენტრი,  მხოლოდ სერვისის მიღების მიზნით დოკუმენტაციის ჩაბარებას განახორციელებს, ხოლო მზა დოკუმენტების მიღება მომხმარებელს მხოლოდ დედაენის ბღში მდებარე სერვისცენტრში შეეძლება. 
შეგახსენებთ, რომ სერვისები დაყოფილია ორა ნაწილად - საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება. 
დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია: 
 აღსრულების ეროვნული ბიურო, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-10 კილომეტრი, 9:00საათიდან 21:00 საათამდე;
იუსტიციის სახლის დროებითი სერვისცენტრი, ჩუბინაშვილის ქუჩა # 68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე),  09:00 საათიდან 21:00 საათამდე;
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია დედაენის ბაღში არსებული სერვისცენტრიდან 9 საათიდან 21 საათამდე.
საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები