5 დეკემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI და III კვარტლების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის, ფხოვის, ვეკუას, პუშკინის და ხაზინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხანძთელის, იერუსალიმის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მ. ზიჩის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ჟორდანიას და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და საქანელას ქუჩის მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.