5 დეკემბერს სარემონტო  სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია: 
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის VI და III კვარტლების მაცხოვრებლებს. 
მთაწმინდა-კრწანისის  რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  კოლმეურნეობის მოედნის, ფხოვის, ვეკუას, პუშკინის და ხაზინის ქუჩების   მაცხოვრებლებს. 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ხანძთელის, იერუსალიმის და კოტე აფხაზის ქუჩების   მაცხოვრებლებს. 
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მ. ზიჩის, შევჩენკოს, ძმები ზუბალაშვილების, აბაკელიას, ჟორდანიას და ბესიკის  ქუჩების მაცხოვრებლებს. 
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და საქანელას ქუჩის მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.