"ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევა დასრულდა.
2013 წელს ''ოქროს პერგამენტის'' ლაურეატები (წლის ადამიანები და კომპანიები) 12 ნომინაციაში დასახელდებიან, რომელთაგან 11 გამარჯვებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდება, ხოლო ერთ ნომინანტს ორგანიზატორი _ ახალი ამბების სააგენტო GHN დაასახელებს.
ტრადიციულად, ერთადერთი ნომინაცია, სადაც რესპონდენტებს ეძლევათ თავისუფალი არჩევანის საშუალება, არის «წლის ადამიანი», სხვა ნომინაციებში გამოკითხვის ანკეტაში მითითებულია კონკრეტული კანდიდატები, რომლებიც რეიტინგული გამოკითხვით შეირჩნენ. ისევე როგორც გასულ წელს, ორგანიზატორები საპატიო «ოქროს პერგამენტსაც გასცემენ.
ორგანიზატორების განცხადებით, სულ საქართველოს მასშტაბით საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის GCG-ის მიერ გამოიკითხება 3 ათასამდე რესპონდენტი.
2013 წლის «ოქროს პერგამენტის» ლაურეატები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის ადამიანი, პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ხელოვანი, ჟურნალისტი, სპორტსმენი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, კომუნიკატორი, უცხოური კომპანია და «ოქროს პერგამენტის» საპატიო ლაურეატი.
«ოქროს პერგამენტის» ლაურეატების დაჯილდოება, ტრადიციულად, 24 დეკემბერს გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალს წელს ღონისძიების გენერალური სპონსორი _ კაზინო «შანგრი ლა» უმასპინძლებს.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: GHN, რუსთავი 2, ტვ3, რადიო „ფორტუნა", გაზეთი „პრემიერი",გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", "მთავარი.ინფო".
«ოქროს პერგამენტის» ლაურეატების გამოსავლენად გამოკითხვის ანკეტაში შეყვანილნი არიან შემდეგი კანდიდატები:
წლის პოლიტიკოსი
ალასანია ირაკლი
ბაქრაძე დავითი
ბურჯანაძე ნინო
ვაშაძე გიორგი
ივანიშვილი ბიძინა
ნათელაშვილი შალვა
სააკაშვილი მიხეილი
უსუფაშვილი დავითი
ღარიბაშვილი ირაკლი
წულუკიანი თეა
წლის ბიზნესმენი
გილაური ირაკლი («საქართველოს ბანკი»)
თავაძე გიორგი («ჯი-ემ-თი»)
კვერღელიძე ირაკლი («ორბი»)
ფხაკაძე სოსო («ვისოლი ჯგუფი»)
წლის ხელოვანი
ბუნიათიშვილი ხატია
გურჩიანი თინა _ ფილმი «მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს»
ექვთიმიშვილი ნანა და საიმონ გროსი _ ფილმი «გრძელი, ნათელი დღეები»
თავაძე დათა _ «ტროელი ქალები»
თევდორაძე გუგა
კალანდაძე ელენე
კალატოზიშვილი კატო
მაზმანიშვილი დუდა
ნაკაშიძე გიორგი
რაჭველიშვილი ანიტა
ურუშაძე ზაზა _ «მანდარინები»
პატარაია დავითი
ჩარკვიანი მიშა _ «კატცერმახერი»
ჩიღვინაძე ალექსანდრე _ პიესა «ქალაქის მერის ცოლის საყვარელი»
წლის ჟურნალისტი
აქუბარდია დავითი
გაბუნია გიორგი
გრიგოლია ინგა
ზედელაშვილი გელა
მიშველაძე ეკა
პავლიაშვილი ვანო
პაიჭაძე დათო
ჟიჟილაშვილი ნინო
სიჭინავა თეა
შუბლაძე ნინო
წლის სპორტსმენი
სანიკიძე ვიქტორი
თბილისის «იბერია სტარი» («ფუტსალი»)
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
საქართველოს რაგბისტთა ნაკრები
წლის პროექტი
«ახალი ხმა»
«ერთი-ერთში»
«ვანოს შოუ»
«საქართველოს ვარსკვლავი»
«ცეკვავენ ვარსკვლავები»
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი _ ლევან მათიაშვილი
სამთო-სათხილამურო კომპლექსი ბაკურიანში _ გიორგი შაყულაშვილი
წლის კომპანია
«ავერსი»
«აირზენა»
«ალტა»
«ბარამბო»
«დირსი»
«ელიტ ელექტრონიქსი»
«ვისოლი ჯგუფი»
«მ2»
«პე-ეს-პე ფარმა»
«საქართველოს ბანკი»
წლის ბრენდი
«ვენდისი»
«ზედაზენი»
«მაგთისატი»
«მეღვინეობა ხარება»
«ნატახტარი»
«სმარტი»
«სანტე»
წლის კომუნიკატორი
«ბილაინი»
«კავკასუს ონლაინი»
«მაგთი»
«სილქნეტი»
«ჯეოსელი»
წლის უცხოური კომპანია
«კარფური»
«ლუკოილი»
«სოკარი»
«ყატარის ავიახაზები»