საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარლამენტი უახლოეს პერიოდში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების" გაეროს კონვენციისრატიფიცირებას მოხდენს. როგორც ღარიბაშვილის შეზღუდული შესაძლებლობების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნინ მიმართვაშია აღნიშნული უახლოეს დღეებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირრებისთვის 2014-2016 წლების სამთავრობო გეგმა დამტკიცდება.
,,საქართველოს მთავრობამ 2013 წელი გამოაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის წლად.მთავრობამ აქტიურად ითანამშრომლა პარლამენტთან და საქართველოს პარლამენტი სულ მალე მოახდენს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების" გაეროს კონვენციისრატიფიცირებას. გარდა ამისა, მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა და უახლოეს დღეებში დამტკიცდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, სადაც გათვალისწინებულია კონვენციის პრინციპები და ვალდებულებები. კერძოდ, ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომობა და ინდივიდუალური მობილურობა, აზრისა და შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, აბილიტაცია და რეაბილიტაცია, შრომა და დასაქმება, სოციალური დაცვა, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, კულტურულ, რეკრეაციულ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა, სტატისტიკა და მონაცემთა შეგროვება, აგრეთვე მონიტორინგის საკითხები", _ნათქვამია ღარიბაშვილის მიმართვაში.
მისივე განმარტებით, იმ პოლიტიკით, რომლის განხორციელებაც მთავრობამ დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, აღმოიფხვრება ხარვეზები, რომლებიც ამ სფეროში არსებობდა წლების განმავლობაში.