29 ნოემბერს სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გავრცელებული გრაფიკი ასეთია:
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და ევდოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ)მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის III მიკრორაიონის I და II კვარტლების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ლაღიძის, კეკელიძის, ქუთათელაძის, ბროსეს, თაბუკაშვილის და ჯამბულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ)
მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.