28 ნოემბერს სარემონტო  სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. "თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
ისნის რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩოლოყაშვილის ქუჩის, ჩოლოყაშვილის II კვარტლის,  ჩოლოყაშვილის III შესახვევის, ბოგდან ხმელნიცკის,  სახალხოს, ხევის, ჩარხის და ლერწმის ქუჩების  მაცხოვრებლებს. 
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის, ბაღნარის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. 
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ივ. ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის, სუნდუკიანის და ჩიტაიას  ქუჩების მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.