26 ნოემბერს, სარემონტო  სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
ისნის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის და მოსკოვის გამზირების, მეველეს, გუდარეხის, სამგორის, აბუსერიძე ტბელის და მიმდებარე ქუჩების   მაცხოვრებლებს. 
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუმისის, ტიროფონის, ბუხაიძის, ურიცკის, წინამძღვრიშვილის, ხეთაგუროვის, ჯავახიშვილის, ჩაისუბნის, ლამის, თოიძის, ტოლსტოის  და მიმდებარე ქუჩების   მაცხოვრებლებს. 
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სოფელ დიღმის   მაცხოვრებლებს. 
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდაძის, იოსელიანის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. 
დიდგორის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კოჯრის (ნაწილობრივ)   მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.