ვაკეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 35-წლამდე მამაკაცმა მძიმე დამწვრობა მიიღო. სამაშველო სამსახურში შეტყობინება დილის 08:00 საათისთვის შევიდა. 
შემთხვევის დროს დაზარალებული სახლში მარტო იმყოფებოდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, გაზის გამათბობელისგან გაჩნდა. 
ამ დროისთვის დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.