22 ნოემბერს სარემონტო  სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
კრწანისის რაიონი
11 საათიდან მოთხოვნამდე შეზღუდვა შეეხება:  სამღებროს, თუმანიანის, ტყავის, ლესელიძის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელ გლდანის, სოფელ ავშნის და მუხიანის დასახლების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.