20 ნოემბერს,  18:00 საათზე,   თბილისის ისტორიის მუზეუმში  ფოტოგამოფენა  „რეალური სივრცე  კონცეპტუალური სივრცე  -  90-იანი წლების გერმანული ფოტოგრაფია"  გაიხსნება.
გამოფენას  წარმოადგენს  უცხოეთთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa)  და გოეთეს ინსტიტუტი. 
აღნიშნული ექსპოზიცია, გამოფენათა სერიის "თანამედროვე გერმანული ფოტოგრაფიის ასპექტები" გაგრძელებაა და წარმოადგენს 90-იანი წლების გერმანელ ფოტოხელოვანებს. გამოფენაში "რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე" სუზანე ბრიუგერის, თომას დემანდის და ჰაიდი შპეკერის სამი განსხვავული მეთოდით შექმნილი ნამუშევრებია გაერთიანებული, რომლებსაც ერთმანეთთან საჯარო სივრცე აკავშირებს.
გამოფენაზე ავტორთა 30-მდე ნამუშევარია  წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ გამოფენა „რეალური სივრცე. კონცეპტუალური სივრცე" 1998 წლიდან დღემდე, ჯამში, 46 სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში დიდი წარმატებით იქნა წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში 18-21 ნოემბერს ხელოვანი ჰაიდი შპეკერი სტუდენტებისათვის ჩაატარებს ვორკშოპს.
გამოფენა გაგრძელდება   10 დეკემბრამდე.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები