ახლად არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის  ინაუგურაციას  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II  საქართველოს დაესწრება.
ინაუგურაციაზე დასწრების გამო კათოლიკოს-პატრიარქი საკვირაო წირვას არ გამართავს. პატრიარქის მიერ ახალი მღვდელმთავრის ხელდასხმა სვეტიცხოველში შემდეგ კვირას მოხდება. 
ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 13:00 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობის ეზოში დაიწყება.