რესპოდენტების უმეტსობა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში რაიმე სახის დაწესებულების გახსნის წინააღმდეგია. შესაბამისი მოსაზრება დააფიქსირა ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით რესპოდენტთა 68%-მა.
კითხვაზე, „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში სხვა, რაიმე სახის დაწესებულების გახსნას?" - პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
- დიახ - 19%
- არა - 68%
- პასუხი არ მაქვს - 13%
კვლევაში, რომელიც საკონსულტაციო კვლევითმა ჯგუფმა ჯი-სი-ჯიმ ჩაატარა, მონაწილეობა მიიღო 1281-მა რესპოდენტმა.
მათ შორის 695 ქალი, 586 მამაკაცი.
კვლევის მონაწილეთა პარტიული სიმპატიები:
32% - 410 რესპოდენტი - „ქართული ოცნება";
18% - 230 რესპოდენტი - „ნაციონალური მოძრაობა",
12% - 154 რესპოდენტი - სხვადასხვა პარტიები;
38% - 487 რესპოდენტი - პარტიული სიმპატიების გარეშე;
კვლევაში მონაწილეთა ასაკი:
18-25 წელი - 225 რესპოდენტი
26-35 წელი - 215 რესპოდენტი
36-45 წელი - 228 რესპოდენტი
46-55 წელი - 231 რესპოდენტი
55 -65 წელი - 209 რესპოდენტი
65 წელზე ზევით - 173 რესპოდენტი
გამოკითხვა 11-13 ნოემბერს თბილისში პირდაპირი გამოკითხვის წესით ჩატარდა.