პოლიციის მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც მისი მეუღლე, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.
ინფორმაცია "ტვ პირველს" სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა - შატბერავამ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სახლში ელექტორნული სამაჯურის დამაკავშირებელი აპარატი მიუტანეს.
იოსებ სიგუა რამდენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
ის მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.